ავტორი:
05 April 2018
3

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები ცომისთვის:
90 გრ რძის ფხვნილი(მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
4 ს/კ დაფქვილი შვრიის ქატო
2 კვერცხი+1 კვერცხის გული
10 გრ გამაფხვიერებელი
შაქრის შემცვლელი, ლიმონის ცედრა, პასკის სუნელები(დარიჩინი, ილი, მიხაკი, მუსკატი) გემოვნებით

ინგრედიენტები ცომის ამომყვანისთვის:
30 მლ რძე
15 გრ რძის ფხვნილი(მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
5 გრ საფუარი
შაქრის შემცვლელი

მომზადების წესი:
მომზადების დროს მნიშვნელოვანია,რომ არ გამოყენოთ მიქსერი. ყველაფერს ურევთ ხელით. პირველ რიგში ვამზადებთ ცომის ამომყვანს.

1) ღუმელი გაახურეთ 50 გრადუსზე. ერთმანეთს აურიეთ 30 მლ თბილი რძე, 15 გრ რძის ფხვნილი, საფუარი და 3 ცალი დამატკბობელი. გამორთეთ ღუმელი და მიღებული მასა შედგით გამორთულ ღუმელში.
2) 2 მთლიანი კვერცხი+1 კვერცხის გული ათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები (90 გრ რძის ფხვნილი, 1 ს/კ სიმინდის სახამებელი, 4 ს/კ დაფქვილი შვრიის ქატო, 10 გრ გამაფხვიერებელი, შაქრის შემცვლელი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, პასკის სუნელები. კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. შეგიძლიათ დაუმატოთ გოჯი ბერი ან სელის თესლი.
3) ღუმელში შედგმული რძე ბუშტუკებს რომ გაიკეთებს გადმოდგით და კარგად შეურიეთ ცომს.
4) ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, შემდეგ გამორთეთ. ცომი მოათავსეთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში და შედგით გამორთულ ღუმელში 20 წუთით.
5) 20 წუთის შემდეგ ღუმელი ჩართეთ ისევ 180 გრადუსზე და გამოაცხეთ დაახლოებით 30-35 წუთი. ეს დრო ღუმელზეა დამოკიდებული.
6) როცა გამოცხვება, გამორთეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და ღუმელში დატოვეთ პასკა სანამ ბოლომდე გაგრილდება. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

 შეიძლება თავიდან რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ წესებს ზუსტად დაიცავთ, ძალიან მარტივია.
გემრიელად მიირთვით!
  

რეგისტრაცია