ავტორი:
01 April 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან

ინგრედიენტები:
ბლინებისთვის:
2 ც კვერცხი
2 ს/კ შვრიის ქატო
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
50 მლ დაბალცხიმიანი რძე
მარილი
შიგთავსისთვის:
300 გრამი ქათმის ფილე
2 ც მწვანე ხახვი
მარილი,პილპილი
სოუსისთვის:
1 ც კვერცხი
3 ს/კ დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო
1 ს/კ კრემ-ხაჭო
კამა
მარილი,პილპილი

მომზადების წესი:
ჯამში აურიეთ ბლინის ინგრედიენტები ერთმანეთს. შეწვით ორივე მხრიდან კარგად გახურებულ ტაფაზე.  დაახლოებით გამოდის 4 ცალი ბლინი.
შიგთავსი: ძალიან წვრილად დაჭრილი ქათამი მოშუშეთ ტაფაზე მწვანე ხახვთან ერთად,ან მოხარშეთ და შემდეგ შეწვით ტაფაზე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ბლინზე მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ. მოამზადეთ სოუსი: კვერცხი ათქვიფეთ,დაუმატეთ გახეხილი დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო, კრემ-ხაჭო,წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი.
ბლინები მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ზემოდან დაასხით სოუსი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
 
გემრიელად მიირთვით!
 

Loading...

რეგისტრაცია