ავტორი:
01 April 2017
0
 გადაანაწილეთ 2 დღეზე. მიირთვით მეორე ფაზიდან

ინგრედიენტები:
  • 4 ც კვერცხი
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 6 ს/კ რძის ფხვნილი
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 შეკვრა ვანილი
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი(სურვლისამებრ)

მომზადების წესი:

კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მიქსერით მწიკვ მარილთან ერთად ფაფუკი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გულები და დამატკბობელი. ურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში. გამორთეთ მიქსერი. მიღებულ მასას დაუმატეთ შვრიის ქატო და რძის ფხვნილი. ფრთხილად აურიეთ კოვზით. ბოლოს უმატებთ ვანილს,გამაფხვიერებელს და თუ სურვილი გაქვთ დარიჩინს. კოვზის გამოყენებით ცომი მოათავსეთ სილიკონის ფორმებში.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. გააგრილეთ და მიირთვით.
relaxed შეგიძლიათ ტკბილის მაგივრად მარილიანი გააკეთოთ. ამ შემთხვევაში დამაკბობელი და ვანილი აღარ დაგჭირდებათ.

რეგისტრაცია